15:59 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-21 18:05:14, 1696 ნახვა

საზოგადოება
„სითი პარკის“ იურისტი აცხადებს, რომ თბილისის მერი კახა კალაძე შეცდომაშია შეყვანილი

„სითი პარკის“ იურისტი ნანუკა ავალიანი აცხადებს, რომ თბილისის მერი კახა კალაძე შეცდომაშია შეყვანილი.

მისივე განმარტებით, დღევანდელი მდგომარეობით, თბილისის საქალაქო სასამართლოში „სი-ტი პარკსა“ და თბილისის მერიას შორის  ორი დავა მიმდინარეობს. მერიისგან „სი-ტი პარკს“ მიღებული აქვს ორი განკარგულება, რაც გასაჩივრებული იქნა კომპანიის მიერ სასამართლოში. პირველ განკარგულებასთან დაკავშირებით უკვე ჩატარდა რამდენიმე მოსმენა, შემდეგი მოსმენა ჩანიშნულია 26 მარტს 12:00 საათზე.

რაც შეეხება მეორე განკარგულებას, მასზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კომპანიას გააჩნია, კერძოდ,  გაუქმდა  პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა „სი-ტი პარკის“ საჩივარი და საქმე ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნა პირველი ინსტანციის სასამარლოს.

„რაც შეეხება თბილისის მერის დღევანდელ განცხადებას, სავარაუდოდ მას არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს, რადგან მერიას სასამართლოსგან მიღებული აქვს შესაბამისი გადაწყვეტილებები, მათ შორის უწყება იმასთან დაკავშირებით, რომ 26 მარტს არის ჩანიშნული შემდეგი მოსმენა. ჩვენ ვვარაუდობთ რომ ბატონ მერს მიაწოდეს არასწორი ინფორმაცია,“ -  განმარტავს „სი-ტი პარკის“  ნანუკა ავალიანი

შეგახსენებთ, კომპანია "სი-ტი პარკი" თბილისის მერიისგან სასამართლო დავების დასრულებამდე ხელშეკრულების გაწყვეტის გადაწყვეტილების გადახედვას ითხოვს. შესაბამისი მოთხოვნით "სი-ტი პარკის" ადვოკატებმა მერიაში დღეს განცხადება შეიტანეს.

თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ „სი-ტი პარკსა“ და თბილისის მერიას შორის:"არანაირი სასამართლო დავა არ მიმდინარეობს. როცა მათ შეიტანეს სარჩელი, არ იქნა დაკმაყოფილებული. არანაირი გადავადება. ჩვენ გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს, 10 აპრილიდან საქმიანობას შეუდგება თბილისის სატრანსპორტო კომპანია.”

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპის ვიზიტის დასრულებიდან რამდენიმე დღეში ჩინეთში პუტინი ჩავა
შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის - ნახე, რა სიახლეები დაემატა თიბისის მობაილბანკს
ბოჭორიშვილი: რუსეთი კვლავ დგამს ნაბიჯებს საქართველოს რეგიონების ანექსიისკენ
ესპანეთში 13 ქართველისგან შემდგარი კრიმინალური დაჯგუფება დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics