|
2018-03-21 18:00:34, 1498 ნახვა
საზოგადოება
თბილისის საბავშვო ბაღებში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მიმდინარე კვირეული შემაჯამებელი ღონისძიებებით დასრულდა. ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე სხვადასხვა ბაღების აღსაზრდელებთან ერთად აღნიშნა. თბილისის N36-ე ბაგა-ბაღში დაუნის სინდრომის მქონე აღსაზრდელს თანატოლებმა განსაკუთრებული დღე აჩუქეს - გამართეს სპორტული შეჯიბრი და შეასრულეს ქორეოგრაფიული ნომრები. ღონისძიებას კრწანისის რაიონის გამგებელი ლევან ჯაფარიძეც დაესწრო. დაუნის სინდრომის დღისადმი მიძღვნილ კვირეულთან დაკავშირებით სტუმრებს თბილისის N113 საჯარო ბაღმაც უმასპინძლა, სადაც მცირე მუსიკალური წარმოდგენაც გაიმართა. საბავშვო ბაღის ეზოში ასევე, მოეწყო ბაღის აღსაზრდელების მიერ შესრულებული ნამუშევრების გამოფენა. ღონისძიებას კახაბერ გვანცელაძესთან ერთად, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ალექსანდრე ხუჯაძეც დაესწრო. სტუმრებმა პატარების მიერ გამომცხვარი ორცხობილები დააგემოვნეს. „ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა, ადაპტირებული გარემოს უზრუნველყოფა და აღსაზრდელებისთვის თანაბარი პირობების შექმნა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ მიზნით, თბილისის მასშტაბით ყველა ბაღში მუშაობს მულტიდისციპლინური ჯგუფი და საკმაოდ კარგი შედეგებით. ბოლო მონაცემებით, თბილისის ბაღებში 785 განსაკუთრებული საჭიროების მქონე აღსაზრდელი გვყავს”, - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ. თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში დაუნის სინდრომის ცნობადობის ამაღლებისა და ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის მიზნით, აღსაზრდელებისთვის დაუნის სინდრომის შესახებ აქტივობათა კვირეული სააღმზრდელო პროგრამითაა გათვალისწინებული.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
ომი უკრაინაში
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)