|
2018-03-21 17:06:03, 1323 ნახვა
საზოგადოება
დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა
„დღეს ჩვენ არა ქრომოსომებს, არამედ ერთად გაკეთებულ საქმეებს ვითვლით“ - შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამილა ბარკალაიამ დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გახსნა. მან ყურადღება შშმ პირების დასაქმების მზარდ სტატისტიკაზე, სოციალური ინტეგრაციის და დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის მიმართულებით სახელმწიფო პროგრამებზე გაამახვილა. 2017 წელს, სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 103 შშმ პირი დასაქმდა. ქვეყანაში შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკისა და დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების მიზნით, სახელმწიფო პროგრამა 2015 წლიდან ხორციელდება. მის ფარგლებში, მოწყვლადი ჯგუფების დასაქმების ხელშემწყობი მექანიზმების გამოვლენა, სამუშაოს მაძიებელთა კონსულტირება, საშუამავლო და კარიერის დაგეგმვის მომსახურება ხორციელდება. პროგრამის ბიუჯეტი 700.000 ლარს შეადგენს. სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების სახელმწიფო პროგრამა კი, მოთხოვნად პროფესიებში სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებითა და სამუშაო ადგილებზე შემდგომი სტაჟირებით დასაქმების ხელშეწყობას უზრუნველყოფს. პროგრამის ბიუჯეტი გასულ წელთან შედარებით გაზრდილია და 2 090 000 ლარით განისაზღვრება. „რას ვმატებ ჩემს სამსახურს“ ამ სახელწოდების დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ კონფერენციას საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, დაუნის სინდრომის ასოციაციის დამფუძნებელი გიგო შიუკაშვილი, სხვა სამთავრობო უწყებების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
(NS)
ესპანეთში 13 ქართველისგან შემდგარი კრიმინალური დაჯგუფება დააკავეს
გარდაბანში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა - ავტოსაგზაო შემთხვევას, ჯამში, 8 ადამიანი ემსხვერპლა
მომსახურების სააგენტო პირებს ვისაც 365-დღიანი ვადა უახლოეს პერიოდში ეწურებათ, გამოცდის დაჯავშნის პროცესს ამარტივებს
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
|
რედაქტორის რჩევით
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
ომი უკრაინაში
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)