2018-03-21 12:54:14, 1650 ნახვა
საზოგადოება
21 მარტს ქართული ჟურნალისტიკის დღე აღინიშნება
დღეს, ქართული ჟურნალისტიკის დღე აღინიშნება.
ქართული ჟურნალისტიკის დღე საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციამ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 1993 წელს ერთობლივად დააწესეს. თარიღი პირველი ქართულენოვანი გაზეთის დაარსებას უკავშირდება. "ქართული გაზეთი"-ს პირველი ნომერი 1819 წლის 8 მარტს, ახალი სტილით 21 მარტს გამოიცა.
საყურადღებოა, რომ ქართული ჟურნალ-გაზეთების გამოცემათა ისტორია „საქართველოს გაზეთით“ იწყება. „საქართველოს გაზეთი“ იმდროინდელ საქართველოში ერთადერთი ქართულენოვანი პერიოდული გამოცემა იყო, შემდეგ მას "ქართული გაზეთი" ეწოდა. გარდა ამისა, წელს ქართული ჟურნალისტიკა 196 წლის იუბილეს ზეიმობს.
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსი“ საქართველოში დასაქმებულ ყველა ჟურნალისტს ქართული ჟურნალისტიკის დღეს ულოცავს.
ავტორი: ,