2018-03-20 21:02:47, 1679 ნახვა
საზოგადოება
Sputnik: ტატუნაშვილის ცხედრის ექსპერტიზის დასკვნაში ნათქვამია, რომ ის გულის უკმარისობით გარდაიცვალა
ოსური მედია წერს, რომ ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ქართულ მხარეს უკვე გადასცეს.
"სპუტნიკ ოსეტიას" ინფორმაციით, ცხედრის გადაცემა წითელი ჯვრის შუამდგომლობით მოხერხდა. ცხედართან ერთად ქართულ მხარეს სამედიცინო ექსპერტიზაც გადაეცა.
მედიის ცნობით, ცხედრის გადაცემა ერგნეთში, ნეიტრალურ ტერიტორიაზე მოხდა.
"რუსეთში ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში ნათქვამია, რომ ტატუნაშვილი გულის უკმარისობით გარდაიცვალა. გარდა ამისა, მას ღვიძლის ცეროზი ჰქონდა და ქრონიკული ჰეპატიტი", - განაცხადა დე-ფაქტო პროკურატურის წარმომადგენელმა.
მისივე ინფორმაციით, ტატუნაშვილის სხეულზე, ზედა და ქვედა კიდურებზე სხვადასხვა სახის დაზიანებები აღინიშნება.
ავტორი: ,