|
2018-03-20 20:12:32, 1356 ნახვა
საზოგადოება
ქონებრივი დეკლარაციის შევსებისას გამოვლენილი დარღვევებისთვის შესაძლოა დაწესებული სანქციები შეიცვალოს
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე" კანონპროექტზე პირველი მოსმენით იმსჯელა. პარლამენტის წევრების ინიცირების წესით მომზადებული კანონპროექტი, კომიტეტის წევრებს, კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა გააცნო. მისი ინფორმაციით, 2017 წლიდან ამოქმედდა დეკლარაციის მონიტორინგის სისტემა, რომელსაც საჯარო სამსახურის ბიურო ახორციელებს. მისივე შეფასებით, მონიტორინგის სისტემა გამართულად ფუნქციონირებს, თუმცა ზოგიერთ რეგულაციასთან მიმართებაში გარკვეული კითხვები გაჩნდა, რამაც კანონში ცვლილებების მომზადების აუცილებლობა განაპირობა. გიორგი კახიანის განცხადებით, საჯარო სამსახურის ბიუროსთან კონსულტაციების შედეგად მომზადდა ცვლილებების პროექტი, რომელის მიხედვითაც, დეკლარაციის „არაარსებითი დარღვევის" არსებობის შემთხვევაში დეკლარანტს ფულადი სანქციის ნაცვლად, შესაძლოა პირველ ეტაპზე გაფრთხილება მიეცეს. საკითხის ირგვლივ კომიტეტის სხდომაზე დისკუსია გაიმართა. ცვლილებებთან დაკავშირებით, მოსაზრებები კომიტეტის წევრებმა, საჯარო სამსახურის ბიუროს და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა გამოთქვეს. სხდომაზე „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტზეც იმსჯელეს, რომელიც პროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, პარლამენტის წევრმა, გოგა გულორდავამ წარმოადგინა. მისი ინფორმაციით, კანონპროექტის მომზადება „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში" შეტანილმა ცვლილებებმა განაპირობა, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტის საკრებულოში ახალი ანაზღაურებადი თანამდებობის პირი - საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე განისაზღვრა. მისივე განცხადებით, აღნიშნული თანამდებობის პირებისთვის „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ" კანონში თანამდებობრივი სარგოს ზედა ზღვარის დაწესების გამო, მომზადდა შესაბამისი კანონპროექტი, რომლის შესაბამისად, კანონის N 4.1 ცხრილს ემატება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა და მისი თანამდებობრივი სარგოს ზედა ზღვარი განისაზღვრება 3.0 კოეფიციენტით, ხოლო N4.2 ცხრილს დაემატება საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა 2.0 კოეფიციენტის ზედა ზღვრით. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის ცვლილებების პროექტზე ისაუბრა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა. მისი ინფორმაციით, პროექტის მომზადება ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმით აღებული ვალდებულებების შესრულებამ განაპირობა. კერძოდ კი, ცვლილებების მიხედვით, პარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული კანონპროექტის თაობაზე მოსაზრებების და კომენტარების გაკეთება საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ, აღნიშნული პროცესი კი კანონშემოქმედებით საქმიანობაში საზოგადოების ჩართულობას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. მისივე განცხადებით, წარმოდგენილი პროექტი ინიცირებულ ვარიანტთან შედარებით მნიშვნელოვნად შეიცვალა და რიგი ნორმები და მიდგომები კიდევ უფრო დაიხვეწა და გასწორდა. სხდომის დასასრულს კომიტეტის წევრებმა საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიაში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის საკითხზე იმსჯელეს. კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, კვოტების ხელახალი გადანაწილება ახალი ფრაქციების შექმნამ განაპირობა, რამაც კომისიის წევრთა რაოდენობის გაზრდა განაპირობა. კერძოდ კი, 14 კაციანი კომისია 16 წევრამდე გაიზარდა, სადაც 8 წევრი უმრავლესობაში შემავალი ფრაქციებისთვის, ხოლო დარჩენილი 8 ადგილი უმრავლესობის გარეთ მყოფი ფრაქციებისთვის განისაზღვრა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის დასრულების შემდეგ, კომიტეტის სხდომაზე კენჭისყრა გაიმართა. სხდომაზე განხილული საკითხების პლენარულ სხდომაზე გატანას, კომიტეტის წევრებმა, ერთხმად დაუჭირეს მხარი.
ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მომსახურების სააგენტო პირებს ვისაც 365-დღიანი ვადა უახლოეს პერიოდში ეწურებათ, გამოცდის დაჯავშნის პროცესს ამარტივებს
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
კობახიძე - 26 მაისს ოპოზიციის ინიციატივები სრული წარუმატებლობისთვის არის განწირული
ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკევე PSP-შია
|
რედაქტორის რჩევით
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
ომი უკრაინაში
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)