|
2018-03-20 16:03:03, 1221 ნახვა
საზოგადოება
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესაქმნელად საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის განხილვა იწყება
სამართალდამცველთა მიერ ჩადენილი შესაძლო არასათანადო მოპყრობის შემთხვევების გამოსაძიებლად დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი იქმნება. ამგვარ დანაშაულებს სახელმწიფო ინსპექტორი გამოიძიებს. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის განხილვას, რომელიც საქართველოს მთავრობამ უკვე დაამტკიცა, დღეს პარლამენტი იწყებს. ცვლილებათა პაკეტი, მანამ, სანამ მას საქართველოს მთავრობა განიხილავდა, სისხლის სამართლის უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე განიხილეს. განხილვაში მონაწილეობდნენ როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო სექტორი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. შეიქმნა სრულიად ახალი კანონი „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“. სახელმწიფო ინსპექტორი წამებისა და არასათანადო მოპყრობის იმ შემთხვევებს გამოიძიებს, რომლებიც სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლების მიერ იქნება ჩადენილი; გააკონტროლებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერებას, აგრეთვე, ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ საქმიანობას. კომისია ხმათა უმრავლესობით შეარჩევს სახელმწიფო ინსპექტორის არანაკლებ 2 და არაუმეტეს 5 კანდიდატურას და წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომელიც 10 დღის ვადაში საქართველოს პარლამენტს წარუდგენს 2 კანდიდატურას სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ასარჩევად. ინსპექტორის უფლებამოსილების ვადა 6 წელია. ერთი და იგივე პირი სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ზედიზედ ორჯერ არ აირჩევა. სახელმწიფო ინსპექტორის დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად კანონპროექტით განსაზღვრულია დამოუკიდებლობის გარანტიები; კერძოდ: ხელშეუხებლობის ძლიერი გარანტიები; დამოუკიდებლობა ყველა თანამდებობის პირისა და ოფიციალური ორგანოსაგან; თავისუფლება პროფესიული საიდუმლოების შესახებ ჩვენების მიცემის ვალდებულებისაგან, მათ შორის, ინსპექტორობის თანამდებობაზე ყოფნის ვადის ამოწურვის შემდეგაც. სახელმწიფო ინსპექტორი ანგარიშვალდებულია საქართველოს პარლამენტის წინაშე. მას ირჩევს პარლამენტი. იგი საკანონმდებლო ორგანოს წარუდგენს ერთწლიანი მუშაობის ანგარიშს; ასევე, წელიწადში ერთხელ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წინაშე წარდგება ანგარიშით ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ. სახელმწიფო ინსპექტორის გამოსაძიებელი საქმეების მიმართ კანონმდებლობით დადგენილ საპროცესო ხელმძღვანელობას და ზედამხედველობას საქართველოს პროკურატურა განახორციელებს. ამ მიზნით მთავარ პროკურატურაში მთავარი პროკურორისადმი დაქვემდებარებული ახალი სტრუქტურული ერთეული შეიქმნება, რომლის ფუნქციაც იქნება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გამოსაძიებელ საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება. რაც შეეხება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გამოსაძიებელ იმ დანაშაულთა საქმეებს, რომელიც თავად პროკურატურის მუშაკის მიერ არის ჩადენილი, მათზე ზედამხედველობას მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექცია განახორციელებს, რომელიც, ასევე, მთავარ პროკურორს ექვემდებარება. გარდა ამისა, იმისათვის, რათა თავიდან იქნეს აცილებული შესაძლო ინტერესთა კონფლიქტი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გამოძიების წარმოებისა და ფარული საგამოძიებო მოქმედებების კანონიერების კონტროლის განხორციელებისას, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების კანონიერებაზე კონტროლს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე (ზედამხედველი მოსამართლე) განახორციელებს. დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის ვალდებულება სამართალდამცველთა მიერ წამების, არასათანადო მოპყრობის და სხვა მსგავსი კატეგორიის დანაშაულების გამოსაძიებლად საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგით და ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო გეგმით აქვს აღებული. იგივე რეკომენდაციები ჰქონდათ როგორც ავტორიტეტულ საერთაშორისო მისიებს, ისე ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველს. ქმედითი და ეფექტიანი მექანიზმის შემუშავებისათვის კანონპროექტის მომზადების პროცესში კონსულტაციები იქნა გავლილი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან, საქართველოს პროკურატურასთან, საქართველოს შინაგან საქმეთა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროებთან. აღსანიშნავია, რომ საბჭოს ყველა წევრს ჰქონდა შესაძლებლობა, წარედგინათ საკუთარი შენიშვნები და მოსაზრებები. თუ რომელი ინსტიტუტების მოსაზრებები გაიზიარა იუსტიციის სამინისტრომ და რა სახით აისახა ის ცვლილებათა პაკეტში, გთხოვთ, იხილოთ დოკუმენტში − „სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ“ საქართველოს კანონის პაკეტთან დაკავშირებით წარმოდგენილი წინადადებები, რომლებიც ასახულ იქნა საკანონმდებლო ინიციატივაში, რომელიც გამოქვეყნებულია იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ საიტზე.
(NS)
მომსახურების სააგენტო პირებს ვისაც 365-დღიანი ვადა უახლოეს პერიოდში ეწურებათ, გამოცდის დაჯავშნის პროცესს ამარტივებს
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
კობახიძე - 26 მაისს ოპოზიციის ინიციატივები სრული წარუმატებლობისთვის არის განწირული
ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკევე PSP-შია
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)