16:11 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-20 14:32:03, 1499 ნახვა

კომენტარი
კაპანაძე: მთავრობას ექნება ვალდებულება, „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ შესულებისთვის სანქციები პარტნიორ ქვეყნებსაც დააწესებინოს

„ევროპული საქართველოს“ წევრის სერგი კაპანაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ხვალ პარლამენტმა პლენარულ სესიაზე მიიღოს რეზოლუცია, რომლითაც ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია შეიქმნება.

„ანუ დადგინდება შავი სია, რომელშიც შევლენ ის ადამიანები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ჩვენი მოქალაქეების მკვლელობაზე, ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამ რეზოლუციის მიღებით ჩვენ შევძლებთ, რომ კონკრეტული პრაქტიკული ინსტრუმენტი შევქმნათ, რითაც ასე ვთქვათ, ფასს გავუზრდით იმ ადამიანებს, რომლებიც ასეთ დანაშაულებს ჩადიან ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მათ მიმართ დაწესდება სანქციები როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მთავრობას ექნება ვალდებულება იმუშაოს ქვეყნის გარეთ და ჩვენს პარტნიორებსაც დააწესებინოს სანქციები. ეს არის ამ რეზოლუციის იდეა. იმედი გვაქვს, რომ პარლამენტი ერთიანად მხარს დაუჭერს ამ რეზოლუციას, რომელიც იქნება ძლიერი და ასევე თავისთავში მოიცავს შეფასებასაც", - განაცხადა კაპანაძემ.

ის ვარაუდობს, რომ სიის შექმნაზე პასუხისმგებელი უწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო უნდა იყოს.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კირილი იმედოვნებს, რომ საქართველოს მომავალი პატრიარქი უკრაინაზე პოზიციას არ შეიცვლის
ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდა
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics