09:00 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-19 09:23:12, 1704 ნახვა

სამართალი
შუახევში ფიცრის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტები გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, შსს შუახევის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად გატარებული ღონისძიების შედეგად, ხე ტყის უკანონო ტრანსპორტირების 2 ფაქტი გამოავლინეს.

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიჭაურში, გადამოწმების მიზნით შეჩერებული ავტომანქანების ძარაზე 6 მ3 პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი იყო განთავსებული. ერთ შემთხვევაში, ავტომანქანის მძღოლმა ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი  ვერ წარმოადგინა, მეორე მძღოლის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს კი ვადა ჰქონდა გასული, რაც ასევე ხე-ტყის ტრანსპორტირების წესის დარღვევას წარმოადგენს.

მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics