2018-03-18 17:42:07, 2010 ნახვა
საზოგადოება
ბორჯღალოსნები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში თეთრი მაისურებით გამოვიდნენ, რომელზეც ტატუნაშვილი ეწერათ
ბორჯღალოსნები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალის ფარგლებში
რუმინეთის გუნდს ხვდებიან.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ფინალურ შეხვედარზე სპეციალური თეთრი მაისურებით გამოვიდნენ, რომელზეც "ტატუნაშვილი" ეწერათ.
არჩილ ტატუნაშვილი საოკუპაციო რეჟიმმა 22 თებერვალს დააკავა, 23 თებერვალს კი ცნობილი გახდა მისი გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების თაობაზე. მთელი რიგი მოწოდებების მიუხედავად, ცხედარი ოჯახს ამ დრომდე არ გადაცემია.
დღეს ერთა თასი და ანთიმოზ ივერიელის სახელობის თასი თამაშდება. ამწუთებში საქართველო რუმინეთს ანგარიშით 25:9 უგებს.
ავტორი: ,