2018-03-18 13:17:10, 1716 ნახვა
პოლიტიკა
რუსეთის არჩევნებისთვის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე 33 საარჩევნო უბანია გახსნილი
რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოს
ოკუპირებულ ტერიტორიებზეც ტარდება.
რუსეთის არჩევნებისთვის ჯამში 33 საარჩევნო უბანია გახსნილი.
რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში სულ 8 კანდიდატი მონაწილეობს: რუსეთის “კომუნისტური პარტიიდან” პაველ გრუდინინი, „ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი ვლადიმერ ჟირინოვსკი, “იაბლოკოს” დამფუძნებელი გრიგორი იავლინსკი, ტელეწამყვანი, “სამოქალაქო ინიციატივის” კანდიდატი ქსენია სობჩაკი, “ზრდის პარტიის” ლიდერი ბორის ტიტოვი, “რუსეთის კომუნისტების” ხელმძღვანელი მაქსიმ სურაიკინი, “რუსეთის საერთო სახალხო კავშირის” კანდიდატი” სერგეი ბაბურინი და მოქმედი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი.
ავტორი: ,