18:24 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-17 13:26:16, 813 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში რესპირაციული ასოციაციის კონგრესთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

28-30 ივნისს ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“, საქართველოს რესპირაციული ასოციაციის მე-6 საერთაშორისო კონგრესი გაიმართება.

აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში გაიმართა შევხდრა, რომელშიც მ. იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე, საქართველოს რესპირაციული ასოციაციის პრეზიდენტი, თსუ ასოცირებული პროფესორი თამაზ მაღლაკელიძე, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე და რეგიონის სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

წინასწარი მონაცემებით, კონგრესში 1000-ზე მეტი დელეგატი მიიღებს მონაწილეობას. გამორჩეული იქნება უცხოელ მომხსენებელთა რაოდენობაც - 43 სპიკერი ევროპის, ამერიკის, აფრიკის და აზიის 30 ქვეყნიდან და მათგან უმრავლესობა მსოფლიო სახელის მქონე მეცნიერია.

ორი დღის განმავლობაში პარალელურად მიმდინარე 20 სიმპოზიუმზე წარმოდგენილი იქნება 85 პრეზენტაცია, მათგან 70%-მდე - მოწვეული უცხოელი სპიკერების მიერ. მათი თემატიკა შეეხება რესპირაციული მედიცინის ყველა ასპექტს: ონკოლოგია და ქირურგია, კრიტიკული მედიცინა და ინფექციები, ტუბერკულოზი და ასთმა, ალერგია და ფქოდ-ი, პედიატრია და ფილტვის იშვიათი დაავადებები, ქრონიკული ხვალა და სასუნთქი გზების არაინვაზიური დიაგნოსტიკა. სამუშაო ენებია ქართული და ინგლისური, სინქრონული თარგმნის უზრუნველყოფით.

ეს კონგრესი, ისევე როგორც წინა ოთხი, ორგანიზებულია აჭარის მთავრობასთან ერთად და ტარდება მთავრობის თავმჯდომარის, ბატონ ზურაბ პატარაძის პატრონაჟით.

კონგრესის გახსნის ცერემონია გაიმართება ბათუმის ხელოვნების ცენტრში და მასში მონაწილეობას მიიღებს აჭარის ფოლკლორული კოლექტივები. კონგრესის დასრულების შემდეგ, კვირას, 1 ივლისს ჩატარდება გარბენი სლოგანით “ირბინეთ მეტი, ისუნთქეთ მეტი, იცოცხლეთ მეტი“, რომელიც ორგანიზებული იქნება ქ.ბათუმის მერიასთან ერთად.

კონგრესის დელეგატთა რეგისტრაცია უკვე დაწყებულია, თუმცა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის თხოვნით აჭარის რეგიონის ექიმებისთვის მთელი სარეგისტრაციო პერიოდის განმავლობაში შენარჩუნებული იქნება მინიმალური სარეგისტრაციო გადასახადი. ასევე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ინიციატივით ბათუმის შ. რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 50 სტუდენტი უფასოდ იქნება დარეგისტრირებული კონგრესზე.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სუს-ის უფროსის პოსტზე მამუკა მდინარაძეს გელა გელაძე შეცვლის, შს მინისტრი სულხან თამაზაშვილი იქნება
კობახიძე: ქვეყანა სწორედ 2012 წლიდან დაადგა შეუქცევადი განვითარების გზას და იქცა სახელმწიფოდ, რომლის ამოსავალი წერტილი ადამიანია,
ფაშინიანი ხელახლა არჩევის შემთხვევაში სომხეთის სამოციქულო ეკლესიის დაბეგვრას გეგმავს
EBRD-ის, ADB-ისა და საქართველოს ბანკის თანამშრომლობით, რეგიონული კონფერენცია „Digital Trade for Growth in the Middle Corridor : Foundations, Finance and Adoption“ გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics