12:50 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-16 17:12:23, 1546 ნახვა

საზოგადოება
უამინდობის გამო, გუდაურიდან მეორე ვერტმფრენი ვერ გამოფრინდა - დაშავებულები თბილისში რეანომობილებით გადმოჰყავთ

ვერტმფრენმა, რომელსაც დაშავებული უცხო ქვეყნის მოქალაქეები, მათ შორის ორსული ქალი, გუდაურიდან თბილისში უნდა გადმოეყვანა, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, აფრენა ვერ შეძლო.

როგორც „ექსპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნულის გამო, ისინი კიდევ 2 დაშავებულთან ერთად, თბილისში რეანომობილებით გადმოჰყავთ.

რაც შეეხება უკრაინის მოქალაქეს, იგი ღუდუშაურის კლინიკაში ვერტმფენით გადმოიყვანეს. პაციენტს ხელის ღია მოტეხილობა და თავის ტრავმა აღენიშნება. კლინიკაში ცოტა ხნის წინ მის მოსანახულებლად ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ზაზა სოფრომაძე მივიდა.

შეგახსენებთ, რომ გუდაურში საბაგირო მწყობრიდან გამოვიდა, რის შედეგადაც 10 ადამიანი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ს 275-ე მუხლით დაიწყო.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე - 26 მაისს ოპოზიციის ინიციატივები სრული წარუმატებლობისთვის არის განწირული
ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკევე PSP-შია
ივანიშვილის პრემიერი - მოლდოვაში მედიის თავისუფლება დიდი ხანია, ფეხქვეშ არის გათელილი
კობახიძე: მედიის თავისუფლება არაფრად უღირს ევროპარლამენტს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics