12:50 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-16 16:31:04, 1272 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ფრანგ კოლეგებს შეხვდა

იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე ალექსანდრე ბარამიძემ, 15-16 მარტს, საფრანგეთის იუსტიციის სამინისტროსა და ბორდოს მართლმსაჯულების ეროვნულ სკოლაში გამართულ შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის მიზანი სასამართლო ხელისუფლების ორგანიზების, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფისა და მოსამართლეთა განათლების, ტრენირებისა და პროფესიული განვითარების სფეროში ფრანგული გამოცდილების გაზიარებაა.

მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის ახალ ეტაპზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმის განხორციელებაა, რომლის მთავარი იდეა ის არის, რომ საქართველოში მოსამართლეთა ახალი კადრების მომზადება უფრო ხანგრძლივი და ინტენსიური სამოსამართლო საგანმანათლებლო პროგრამის საფუძველზე განხორციელდეს. ამ მიზნის მისაღწევად ძალზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება ბორდოს მართლმსაჯულების სკოლაში დამკვიდრებული პრინციპების, წესებისა და საგანმანათლებლო პროგრამების ადგილზე გაცნობას. ფრანგული გამოცდილების გაზიარებას, ასევე, დიდი მნიშვნელობა ენიჭება იუსტიციის სამინისტროს კიდევ ერთი ამბიციური პროექტისთვისაც, რომლის მიზანს საქართველოში კომერციული პალატების შექმნა წარმოადგენს.

შეხვედრების დროს განიხილეს სხვა საკითხებიც, როგორიცაა: დაგროვილი საქმეებისგან სასამართლოების განტვირთვა, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში სასამართლო ადმინისტრირების გამარტივება, მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ კანონის რეფორმირება, იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებული რეგულაციების განახლება, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან სამოსამართლო გაცვლითი პროგრამების შემუშავება და სხვ. 

ვიზიტი ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის (EU4Justice) ფარგლებში მომზადდა. აღნიშნული პროექტის, ისევე, როგორც მისი პარტნიორი  საერთაშორისო ორგანიზაციების პროექტების, პრიორიტეტს წარმოადგენს სასამართლო რეფორმის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესის მხარდაჭერა, სასამართლო სტრატეგიების კონსოლიდაცია, მოსამართლეთა შესაძლებლობების გაძლიერება და მოსამართლეთა და სასამართლო სისტემის სხვა თანამშრომელთა საწყისი და განგრძობადი იურიდიული განათლებისათვის გრძელვადიანი გეგმების შემუშავება.

იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის გარდა, ქართული დელეგაციის შემადგენლობაში არიან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლეები, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში და თავად პროექტ „EU4Justice“-ს წარმომადგენლები.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე - 26 მაისს ოპოზიციის ინიციატივები სრული წარუმატებლობისთვის არის განწირული
ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკევე PSP-შია
ივანიშვილის პრემიერი - მოლდოვაში მედიის თავისუფლება დიდი ხანია, ფეხქვეშ არის გათელილი
კობახიძე: მედიის თავისუფლება არაფრად უღირს ევროპარლამენტს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics