12:15 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-15 14:26:10, 2336 ნახვა

მსოფლიო
ლავროვი: რუსეთი ბრიტანელ დიპლომატებს ქვეყნიდან გააძევებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, მოსკოვი ძალიან მალე ბრიტანელ დიპლომატებს გააძევებს. ინფორმაციას "რია ნოვოსტი" ავრცელებს.

"მოსკოვი ბრიტანელების ქმედებების საპასუხოდ ქვეყნიდან მათ დიპლომატებს გააძევებს", - განაცხადა ლავროვმა.

სკრიპალის საქმეს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც გამოეხმაურა და ბრიტანელებს ურჩია ყოფილი ჯაშუშის მოწამვლის ინციდენტში ჯერ თავად გაერკვნენ.

დღეს პრესკონფერენცია რუსეთის საგარეო უწყების პრესმდივანმა მარია ზახაროვამ გამართა და განაცხადა, რომ ბრიტანეთისგან სკრიპალის საქმის გამოძიების მასალებს ითხოვდა, თუმცა აღნიშნული მასალები მოსკოვს არ გადასცეს. ზახაროვამ ლონდონის ქმედებებს "ინფორმაციულ-პოლიტიკური შოუ" უწოდა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძიე ისევ აკრიტიკებს გერმანიას და ევროპაში ყველაზე ძლიერ ქვეყანას კომიკურს უწოდებს
კობახიძე სამთავრობო ცვლილებებზე - ალიანსს მიღმაც არ ვაპირებთ ოპოზიციიდან კადრების მოზიდვას
დიდი ბრიტანეთი სამხედრო ბანკის შექმნას გეგმავს
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 84 პირი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics