|
2018-03-14 18:14:17, 1519 ნახვა
ეკონომიკა
მამუკა ბახტაძემ საუდის არაბეთის განვითარების ფონდში შეხვედრა გამართა
საუდის არაბეთის სამეფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე საუდის არაბეთის განვითარების ფონდის თავმჯდომარის მოადგილესა და მმართველ დირექტორს, იუსუფ ალ ბასამს შეხვდა. საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის საინვესტიციო და ბიზნეს კავშირების გააქტიურების პერსპექტივას, თანამშრომლობის საკითხებს ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში როგორიცაა: ვაჭრობა, ტურიზმი, ტრანსპორტი. ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც დიდი სატრანზიტო პოტენციალის მქონე ქვეყნის მნიშვნელობას, საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებს სატრანსპორტო დერეფნის განვითარების მიმართულებით. მხარეებმა კმაყოფილება გამოთქვეს ორ ქვეყანას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ დღეს ხელმოწერილი შეთანხმების გამო, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებასა და ინვესტიციების მოზიდვას. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)