|
2018-03-14 17:48:27, 1965 ნახვა
მსოფლიო
ბრიტანეთმა სკრიპალის მოწამვლის საქმეზე გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსული დაზვერვის ყოფილი ოფიცრის სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის გამო, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, სხდომა თბილისის დროის 23:00 საათზე გაიმართება. სააგენტო Reuters სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი უწყებაში უკვე დაიბარა. ცნობისთვის, მანამდე ბრიტანეთის პრემიერმა ტერეზა მეიმ აღნიშნა, რომ სერგეი სკრიპალის მოწამვლის უკან დიდი ალბათობით რუსეთი დგას. მისი თქმით, სკრიპალი და მისი ქალიშვილი მოწამლეს ნივთიერებით, რომელიც რუსეთში დამზადდა. აღნიშნულის გამო, ბრიტანეთი ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატის გაძევებას გეგმავს. ბრალდებებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უკვე გამოეხმაურა. უწყების პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ ტერეზა მეის გამოსვლას "საცირკო შოუ" უწოდა. შეგახსენებთ, რომ სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია 4 მარტს დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერის სავაჭრო ცენტრში უგონო მდგომარეობაში იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი 1999 წლამდე რუსეთის გენერალური შტაბის დაზვერვის მთავარ განყოფილებაში მუშაობდა. 2006 წელს მას ბრიტანეთის დაზვერვის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 2010 წელს ის რუსულ, ამერიკულ და ბრიტანულ სპეცსამსახურებს შორის გაცვლის ოპერაციის ფარგლებში შეიწყალეს.
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი 19 წლის შემდეგ პირველად სამხედრო ტექნიკის გარეშე გაიმართება
WSJ: ტრამპმა ირანის გრძელვადიანი ბლოკადისთვის მზადების ბრძანება გასცა
მეფე ჩარლზი აშშ-ის კონგრესისადმი: უკრაინის მხარდაჭერის ურყევი ვალდებულებაა საჭირო
საქართველო და სომხეთი 2029 წელს FIFA-ს U20 მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებენ
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)