15:22 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-14 17:42:27, 1549 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმება გაფორმდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი, მამუკა ბახტაძე, სამუშაო ვიზიტით, საუდის არაბეთის სამეფოში იმყოფება.

დღეს, საუდის არაბეთის დედაქალაქში საქართველოსა და საუდის არაბეთის სამეფოს შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმება გაფორმდა.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და საუდის არაბეთის სამეფოსფინანსთა მინისტრმა, მოჰამმად აბდულლაჰ ალ-ჯადაანმა. აღნიშნული შეთანხმების მთავარი მიზანია, ხელიშეუწყოს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებასა და ინვესტიციების მოზიდვას.

დღესვე, შედგა პირისპირ შეხვედრა ორ მინისტრს შორის. მხარეებმა მიმოიხილეს რეგიონში განვითარებულიმოვლენები, ორმხრივი, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების საკითხები.

ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში არსებული საინვესტიციოკლიმატისა და ბიზნესგარემოს, იმ სახელმწიფო პროგრამების შესახებ, რომლებიც ქვეყანაში ხელს უწყობენბიზნესის განვითარებას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურისსექტორებში თანამშრომლობის საკითხებს.

მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის პოზიტიური დინამიკა, რაცგამოიხატება საქართველოში საუდის არაბეთიდან ვიზიტორების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდით.

ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ვიზიტებისგაცვლა, ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში პარტნიორობა, ხელს შეუწყობს საქართველოსა და საუდისარაბეთის სამეფოს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას.

შეხვედრას დაესწრნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საუდის არაბეთში გიორგი ჯანჯღავადა ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: შესაძლოა, უკრაინული დრონებიც იფრინონ ​​მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე
ზელენსკი: სომხეთსა და აზერბაიჯანს მხოლოდ მშვიდობას ვუსურვებთ
ალიევი: სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც უკვე მიიღეს რეალური სარგებელი მშვიდობით
სომხეთის პრემიერ-მინისტრი: იმედი მაქვს, 2028 წელს აზერბაიჯანს ვესტუმრები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics