11:58 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-14 13:59:50, 1909 ნახვა

საზოგადოება
მიტროპოლიტი თეოდორე - ვალეში კათოლიკური სიწმინდეების დაწვა ვანდალიზმია, რასაც გამოძიებამ დროულად უნდა უპასუხოს

ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე) ვალეში, კათოლიკური ხატებისა და წიგნების დაწვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მომხდარი ფაქტი ვანდალიზმია, რასაც გამოძიებამ პასუხი დროულად უნდა გასცეს.

ამასთან, მიტროპოლიტი არ გამორიცხავს, რომ დამწვარ ხატებსა და წიგნებს შორის მართლმადიდებლურიც იყოს.

„ა.წ. 12 მარტს, ახალციხის მუნიციპალიტეტის დაბა ვალეში მცირე სალოცავთან კათოლიკური ხატებისა და ლოცვის წიგნების დაწვის ფაქტი ვანდალიზმია, რასაც გამოძიებამ პასუხი აუცილებლად დროულად უნდა გასცეს.

არ არის გამორიცხული, რომ დამწვარ ხატებსა და წიგნებს შორის მართლმადიდებლურიც იყო, რადგან ეს ისეთი ადგილია, სადაც მსახურება არ აღევლინება და აქ სანთლის დასანთებად მართლმადიდებლებიც დადიან.

მომხდარი ან შეგნებული პროვოკაციაა, ან ფსიქიურად გაუწონასწორებელი ადამიანის ნახელავი.

ცნობისთვის, ვალეში უცნობმა პირებმა კათოლიკური სიწმინდეები დაწვეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იუსტიციის სამინისტრომ პატიმართა კვებისთვის ₾201 მილიონიანი ხელშეკრულებები გააფორმა
ინფრასტრუქტურული პროექტების რეგულირება მკაცრდება - მთავრობა ცვლილებათა პაკეტს ამზადებს
2026 წლის I კვარტალში ტელე და რადიო მაუწყებლების კომერციული შემოსავალი 64%-ით გაიზარდა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics