13:31 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-14 11:42:03, 1795 ნახვა

პოლიტიკა
მარგველაშვილი: საქართველოს აშშ-ს კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერა კიდევ უფრო გაძლიერდება

საქართველოს მიმართ ამერიკის კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერა და აშშ - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა. 

მარგველაშვილმა ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტისას, კონგრესში, წარმომადგენლობითი პალატის დემოკრატების ლიდერთან, კონგრესმენ ნენსი პელოსისთან შეხვედრისას, საქართველოს ინტენსიური დიალოგის გაძლიერების საკითხები განიხილა. 

ნენსი პელოსიმ საქართველოს მადლობა გადაუხადა საერთაშორისო მისიებში მონაწილეობისა და გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი წვლილისათვის. 

თავის მხრივ, გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა კონგრესმენს მხარდაჭერისათვის და აღნიშნა, რომ ამერიკის კონგრესიდან საქართველოს მხარდამჭერიგანცხადებების მოსმენა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა, რომელიც აშშ-ს საკანონმდებლო მექანიზმებითაა გამყარებული, მნიშვნელოვანი გზავნილია, რომელიც არაღიარების პოლიტიკისწარმატებას უზრუნველყოფს.

საქართველოს პრეზიდენტმა კონგრესმენს ბოლო პერიოდში ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასთან დასაქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

შეხვედრაზე გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ აუცილებელია გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები,რომლებიც უზრუნველყოფენ რეგიონის სტაბილურობას და მოახდენს რუსეთის აგრესიის პრევენციას, რომელიცმნიშვნელოვანია, არა მხოლოდ საქართველოსათვის, არამედ შავი ზღვის რეგიონისა და ევროპის უსაფრთხოებისათვის.

ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე და ნატო-ს მომავალ სამიტზე საუბრისას გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ამპროცესში საქართველო მხოლოდ სიკეთეების მომხმარებლის მიმართულებით დაინტერესებული მხარე არ არის, იგიმნიშვნელოვანი კონტრიბუტორია. 

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა ნატოს მომავალი სამიტის მზადების საკითხებზესაუბრისას აღნიშნა, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ დღეს, ასეთ დაძაბულ საერთაშორისო გარემოში უფრო მეტად მოხდესსაქართველოს მხარდაჭერის კონსოლიდაცია.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
15-16 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი - სააგენტოს გაფრთხილება
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
შშმ არასრულწლოვან გერსა და ცოლზე ძალადობის, იძულების და მუქარისთვის 1 პირი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics