13:31 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-14 11:33:19, 1828 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერმა ჯანდაცვის მინისტრს სთხოვა, დაწესებულებებში, სადაც უმწეო ადამიანები მკურნალობენ, კონტროლი გაძლიერდეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა.

მან ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს მიმართა, განსაკუთრებით იმ სამედიცინო დაწესებულებებში, სადაც უმწეო ადამიანები მკურნალობენ, კონტროლი  გაძლიერდეს.

მანვე აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში გავრცელებული ინფორმაცია ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არსებულ   სავალალო მდგომარეობაზე მიუთითებს.

გიორგი კვირიკაშვილმა სახალხო დამცველს ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა:

 „სახალხო დამცველის მიერ გამოტანილი ინფორმაცია ჩემთვისაც საგანგაშო იყო. მინდა, ბატონ დავით სერგეენკოს ვთხოვო, მაქსიმალურად დავინტერესდეთ ამ მიმართულებით დაწესებულებებში არსებული მდგომარეობით. ის მიმართულება, რომელიც არის ჩვენთვის საამაყო და რეფორმები, რომლებიც განვახორციელეთ - საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმა, ნამდვილად გასაფრთხილებელია. განსაკუთრებით იმ დაწესებულებებში, სადაც უმწეო ადამიანები იკურნებიან, აუცილებელია გაძლიერებული ყურადღება“, - განაცხადა  გიორგი კვირიკაშვილმა და აქვე დასძინა, რომ მისასალმებელია ჯანდაცვის სამინსიტროს მიერ  სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში  დროებითი მმართველის დანიშვნა.

„მინდა, ასევე გთხოვოთ, რომ ყველა ამ ტიპის დაწესებულებაზე განსაკუთრებული კონტროლი დავაწესოთ იმ კუთხით, რომ იქ არიან უმწეო ადამიანები. მათ არ ძალუძთ საკუთარი მდგომარეობის შესახებ ასე ღიად საუბარი და ინფორმაციის ჩვენამდე მოტანა და მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ მათ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ორი ასეთი ახალი დაწესებულების მშენებლობას ვგეგმავთ. ერთი იქნება სამეგრელოს, ხოლო ერთი - კახეთის რეგიონში, რაც, ვფიქრობ, მნიშვნელოვნად შეცვლის მდგომარეობას ამ მიმართულებით. ნამდვილად, სახალხო დამცველს მადლობა ეკუთვნის იმისათვის, რომ იგი ასეთი ყურადღებით მიუდგა ამ საკითხს, რადგან ჩვენთვის ეს მართლაც საგანგაშო ზარი აღმოჩნდა“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
15-16 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი - სააგენტოს გაფრთხილება
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
შშმ არასრულწლოვან გერსა და ცოლზე ძალადობის, იძულების და მუქარისთვის 1 პირი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics