2018-03-12 23:06:19, 2074 ნახვა
საზოგადოება
სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დროებითი მმართველი დაინიშნება
ა.ქაჯაიას სახ. სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში არსებული პრობლემების ოპერატიულად აღმოფხვრისთვის დროებითი მმართველი დაინიშნება.
აღნიშნული გადაწყვეტილება ჯანდაცვის მინისტრის განკარგულებით შექმნილმა სპეციალური მონიტორინგის ჯგუფმა მიიღო, რომელიც დაწესებულებაში დღეს იმყოფებოდა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მონიტორთა ჯგუფმა ადგილზე კლინიკური, ადმინისტრაციული და ხარისხის კონტროლის მიმართულებით ვითარება შეისწავლა. ისინი დაწესებულებაში არსებული სიღრმისეული პრობლემების დეტექციისა და ლიკვიდაციისთვის სპეციალურ რეკომენდაციებს მოამზადებენ.
ავტორი: ,