05:59 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-12 14:20:19, 2002 ნახვა

კომენტარი
კელი: ტატუნაშვილთან დაკავშირებით ორპარტიულ რეზოლუციას უფრო მეტი ძალა ექნება

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის იან კელის განცხადებით, თუ არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით რეზოლუცია ორპარტიული იქნება, მას მეტი ძალა ექნება.

როგორც კელიმ აღნიშნა, რეზოლუცია პასუხისმგებლობის საკითხისკენ უნდა იყოს მიმართული.

”პირველი - ეს არის ჰუმანიტარული. ნამდვილად შემაძრწუნებელია ის ფაქტი, რომ ოჯახს არ დაუბრუნეს ცხედარი და მათ ვერ მოახერხეს დაეკრძალათ ისე, როგორც წესი და რიგია. მე ნამდვილად არ მესმის და არც არავის ესმის, რატომ ხდება შეფერხება ცხედრის დაბრუნებასთან დაკავშირებით. მეორე - ეს არის პოლიტიკური საკითხი. აუცილებელია, რომ დადგეს სამართალი, ჩატარდეს გამოძიება იმ გარემოებების, რასაც ჰქონდა ადგილი და შესაბამისად, არსებობდეს ამასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა და ანგარიშვალდებულება. უნდა აღვნიშნო ისიც, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა. ანალოგიური შემთხვევა იყო ოთხოზორიას მკვლელობასთან დაკავშირებით, როდესაც არ დამდგარა პასუხისმგებლობა. საერთაშორისო საზოგადოების და ყველას ყურადღება მიპყრობილია აქეთკენ და შესაბამისად, უნდა არსებობდეს პასუხისმგებლობა, როგორც უკვე აღვნიშნე. რეზოლუციაც მიმართული უნდა იყოს ამ პასუხისმგებლობის საკითხისკენ. ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ აღმოვუჩინოთ დახმარება ნებისმიერ ძალისხმევაში", - განაცხადა იან კელიმ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics