11:05 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-12 13:55:44, 1665 ნახვა

საზოგადოება
პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი აშშ-ში დაიწყო

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. ვაშინგტონში, საქართველოს პრეზიდენტისვიზიტის მთავრი ამოცანა საქართველოს უსაფრთხოების მიმართ აშშ-ს ხელისუფლების წარმომადგენლების მხარდაჭერის გამყარება და საქართველოს ნატოშიინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობაა.

"საქართველოს პრეზიდენტის ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქში ვიზიტის მთავარი მიზანია, ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებისკიდევ უფრო მეტი ყურადღების და მხარდაჭერის მოპოვება საქართველოს დამოუკიდებლობის, საქართველოს უსაფრთხოებისა და მისი დემოკრატიულიგანვითარებისათვის. ამერიკის შეერთებული შტატები არის ის ქვეყანა, რომელიც გლობალური მოთამაშე და თავისუფლებისათვის მებრძოლი პატარა ერებისწარმატების გარანტორია. ჩვენ გვექნება მაღალი რანგის შეხვედრები ამერიკის შეერთებული შტატების სენატსა და კონგრესში.

ეს არის ის სივრცე, სადაცსაქართველო ძალიან დიდი მხარდაჭერით სარგებლობს ორივე პოლიტიკური პარტიის მხრიდან; ამავდროულად, ამერიკის შეერთებულ შტატებს გააჩნიამუდმივი ინტერესები საქართველოში, აქვს მუდმივი ინტერესები რეგიონში, რომელთა უზრუნველყოფა ხდება ზუსტად ამ პოლიტიკურ სივრცეში. კიდევერთხელ, დღისწესრიგში დაყენებული იქნება საქართველოს ოკუპაციის საკითხი და ჩვენ ველით ძალიან საინტერესო შეხვედრებს",- განაცხადა საქართველოსეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები ამერიკელ სენატორებსა და კონგრესმენებთან, გიორგი მარგველაშვილიმონაწილეობას მიიღებს ატლანტიკური საბჭოს მხარდაჭერით ორგანიზებულ კონფერენციაში, ასევე გიორგი მარგველაშვილი ჯორჯთაუნის უნივერისტეტსაცესტუმრება, სადაც უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას გამართავს და საჯარო ლექციას წაიკითხავს.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო სადილი ატლანტიკური საბჭოს, NDI -ისა და IRI- ის ხელმძღვანელობასთან; ასევე,მონაწილეობა ჰადსონის ინსტიტუტში მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაში და სიტყვით გამოსვლა ფონდში Heritage. ვაშინგტონში გიორგიმარგველაშვილი აშშ-ში საქართველოს სათვისტომოს წარმომადგენლებსაც შეხვდება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი: აშშ-სა და ჩინეთს თავისი შეხედულებები აქვთ ირანის ომის დასრულების შესახებ
რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაში მკვეთრად შეამცირდა იმ რუსების რიცხვი, რომლებიც საკუთარ თავს მართლმადიდებლებს უწოდებენ
გერმანიის შეიარაღებული ძალების მეთაური: რუსეთმა შესაძლოა ნატოს 2029 წელს შეუტიოს
ჰელსინკის აეროპორტის ფუნქციონირება დრონის გამო შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics