|
2018-03-11 14:17:59, 1823 ნახვა
საზოგადოება
ჩუღურეთის რაიონში მარათონი „ჩემი გაზაფხული“ გაიმართა
ჩუღურეთის რაიონში ტრადიციული მარათონი - „ჩემი გაზაფხული“ გაიმართა. მარათონი რაიონის გამგებლის ზურაბ ჩიკვილაძის ინიციატივით, უკვე მეოთხე წელია ტარდება. შეჯიბრმა სტარტი დავით აღმაშენებლის გამზირის N82-დან აიღო და განახლებულ აღმაშენებელზე დასრულდა. ღონისძიებაში ჩუღურეთის რაიონის 14 სკოლის 140 მოსწავლე მონაწილებდა. მარათონში ასევე, მონაწილეობა მიიღეს ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ, პარლამენტისა და საკრებულოს დეპუტატებმა და ჩუღურეთის რაიონის მოსახლეობამ. გამგებელმა მარათონის მონაწილეებს გაზაფხულის დადგომა მიულოცა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისკენ მოუწოდა. „მარათონი „ჩემი გაზაფხული“ ჩუღურეთში უკვე ტრადიციად იქცა. მომავალი თაობისთვის ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს. ჩვენ უკვე მეოთხედ ვხვდებით გაზაფხულს ამ ფორმით და გვინდა, ახალგაზრდებს, თანამოქალაქეებს, უბნელებს მაგალითი მივცეთ, უფრო მეტად დაინტერესდნენ ცხოვრების ჯანსაღი წესით, მუდმივად იყვნენ ფორმაში და განწყობა აიმაღლონ“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ. მარათონის დაწყებამდე გარბენში შეჯიბრი მოეწყო, რომელშიც ჩუღურეთის რაიონის სკოლის მოსწავლეებმა და გამგეობის თანამშრომლებმაც მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიება განახლებულ აღმაშენებელზე მოწყობილ სცენაზე გამარჯვებულთა დაჯილდოებით, ფლეშმობითა და ფოიერვერკით დასრულდა. მარათონი „ჩემი გაზაფხული“ პირველად, 2015 წლის გაზაფხულზე ჩატარდა. (NS)
ტრამპი: აშშ-სა და ჩინეთს თავისი შეხედულებები აქვთ ირანის ომის დასრულების შესახებ
რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაში მკვეთრად შეამცირდა იმ რუსების რიცხვი, რომლებიც საკუთარ თავს მართლმადიდებლებს უწოდებენ
გერმანიის შეიარაღებული ძალების მეთაური: რუსეთმა შესაძლოა ნატოს 2029 წელს შეუტიოს
ჰელსინკის აეროპორტის ფუნქციონირება დრონის გამო შეჩერდა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)