11:09 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-09 20:32:48, 2507 ნახვა

სამართალი
სუფსის პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილე ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა გურიის პოლიციის დეპარტამენტის ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს სუფსის პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილე - ს.ქ. ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, მის მიერ ჩადენილი დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ს.ქ., ქრთამის სახით, სისტემატურად იღებდა ფულს მოქალაქე ბ.პ.-სგან, რის სანაცვლოდაც აღნიშნულ პირს მფარველობას უწევდა სუფსაში მიმდინარე ავტობანის მშენებლობაზე მომუშავე ტექნიკიდან (ტრაქტორებიდან) საწვავის ფარულად დაუფლებასა და რეალიზაციაში.

ზემოხსენებული ფაქტი ბ.პ.-მ გენერალური ინსპექციის თანამშრომლებს გამოკითხვისას სრულად დაუდასტურა და გამოძიებასთან ითანამშრომლა.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 338-ე მუხლის პირველი ნაწილით“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
როგორ დაბრუნდა ქურდული ესთეტიკა TikTok-სა და მოზარდების სხეულებზე
500-ზე მეტმა უკრაინულმა დრონმა რუსეთის 20 რეგიონს შეუტია
ყირიმში ელექტროენერგიის გათიშვა უკრაინის თავდასხმის შემდეგ მოხდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics