05:59 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-09 19:27:44, 1868 ნახვა

კომენტარი
პრეზიდენტი: არ მინახავს ვინმეს კითხვის ნიშანი დაესვა, რომ სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა სწორად არ ვითარდება

„არ მინახავს ვითარება, სადაც ვინმეს კითხვის ნიშანი დაესვა, რომ სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა არ ვითარდება სწორად, ან რომ ამ პოლიტიკის შორს მიმავალი შედეგი არ დადგება“, - ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებთან დაკავშირებით, ბრიუსელში განაცხადა.

 როგორც მან აღნიშნა, ეს პოლიტიკა 2013 წელს პარლამენტის დეკლარაციის მიხედვითაა მიღებული და მშაობა ამ პოლიტიკის ფარგლებში გრძელდება.

„კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ყველა ამ შეხვედრაზე ჩვენ ვსაუბრობთ იმ სტრატეგიული პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება, რაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში 2012 წლიდან, ეს არის სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა.

მე ამ წლების განმავლობაში არ მინახავს ვითარება, სადაც ვინმეს კითხვის ნიშანი დაესვა, რომ სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა არ ვითარდება სწორად, ან რომ ამ პოლიტიკის შორს მიმავალი შედეგი არ დადგება. 

ეს პოლიტიკა 2013 წელს პარლამენტის დეკლარაციის მიხედვითაა მიღებული და ჩვენ ვმუშოაბთ ამ პოლიტიკის ფარგლებში“,  - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშილმა დღეს განცხადება გაავრცელა, რომლითაც რუსეთის ხელისუფლებას მიმართავს. მთავრობის მეთაური რთული ვითარების დასაძლევად, ერთობლივი ნაბიჯების გადადგმის საჭიროებაზე საუბრობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics