2015-05-18 13:49:37, 335 ნახვა
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის წევრებმა“ პრემიერის მიერ სასტუმრო Hilton-ის გახსნა გააპროტესტეს
„ნაციონალური მოძრაობის წევრებმა“ „სასტუმრო Hilton-ი მიშამ დაგეგმა, ღარიბაშვილა არა აქვს უფლება ის გახსნას“,-ამ ლოზუნგით და ტრანსპრანტებით საპროტესტო აქცია ბათუმში 6 მაისის ბაღში გამართეს.
"ბათუმში ყველა ეს პროექტი რასაც დღეს ღარიბაშვილი ხსნის, მიხეილ სააკაშვილის მიერ დაგეგმილია. პრემიერ-მინისტრს არ აქვს უფლება ეს შენობები გახსნას საზეიმოდ, მას არაფერი გაუკეთებია ბათუმისთვის. რაც შეეხება ჩვენი აქტივისტების დაკავებას ეს არის პოლიტიკური ნიშნით დევნა," - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმში კიდევ ერთი ხუთვარსკვალავიანი სასტუმრო Hilton-ი გახსნა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან