|
2018-03-09 01:03:29, 2031 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი ჟან-კლოდ იუნკერს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი ევროკავშირი-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის ახალ, უმაღლესი დონის ფორმატის შექმნაზე შეთანხმდნენ. ურთიერთობების ახალი ეტაპი დარგობრივი თანამშრომლობის უმაღლეს ფორმატზე გადასვლას ითვალისწინებს. მხარეებმა აღნიშნეს, რომ ევროკომისიასა და საქართველოს ხელისუფლებას შორის აქტიური და პოზიტიურია თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში და გასული წელი დინამიკური პროგრესით გამოირჩეოდა. საქართველოს პრეზიდენტთან პირისპირ მოლაპარაკებების შემდეგ, ჟან-კლოდ იუნკერი საქართველოს დელეგაციას გაფართოებული შემადგენლობით შეხვდა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საოკუპაციო რეჟიმის ბოლო დროინდელ აგრესიულ ქმედებებს, მხარეებმა შეშფითება გამოთქვეს ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს მოქალაქის ტრაგიკული სიკვდილისა და ორი მოქალაქის დაკავების გამო. საუბარი შეეხო საქართველოს, როგორც "აღმოსავლეთ პარტნიორობის" მოწინავე ქვეყნის მიღწევებს, ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგს, ინსტიტუციური, დემოკრატიული რეფორმების გაგრძელების და სექტორული თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობას. მხარეებმა ვიზალიბერალიზაციის პროცესზე გაამახვილეს ყურადღება. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ხელისუფლება გამოთქვამს მზადყოფნას, გადაიდგას ყველა საჭირო ნაბიჯი პარტნიორებთან ერთად უვიზო მიმოსვლის პროცესში გართულებების თავიდან ასაცილებლად. საქართველოს პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერი ევროკომისიის პრეზიდენტი 26 მაისს პირველი ქართული რესპუბლიკის 100 წლისთავის აღსანიშნავად საქართველოში მოიწვია.
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
შშმ არასრულწლოვან გერსა და ცოლზე ძალადობის, იძულების და მუქარისთვის 1 პირი დააკავეს
ექიმების განცხადება: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეიმუშაოს იშვიათი დაავადებების მართვის მკაფიო პოლიტიკა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)