|
2018-03-08 15:41:39, 1890 ნახვა
საზოგადოება
ფემინისტების დამოუკიდებელმა ჯგუფმა 8 მარტი მსვლელობით აღნიშნა
ფემინისტების დამოუკიდებელმა ჯგუფმა 2018 წლის 8 მარტი ფემინისტური ტურითა და მსვლელობით აღნიშნა. საქართველოში ქალთა უფლებებისთვის ბრძოლა განსაკუთრებით გააქტიურდა მე–19 საუკუნის ბოლოდან, რასაც დაეფუძნა შემდგომი წლების ფემინისტური აქტივიზმი. ქალთა ჯგუფები კიდევ უფრო გაძლიერდნენ საქართველოს პირველი რესპუბლიკის წლებში, თუმცა, გასაბჭოების შემდეგ მათი ისტორია დიდი ხნით იქნა დავიწყებული. ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის წევრებმა დღეს ხმამაღლა მოითხოვეს საჯარო სივრცეში ადგილი ქალების ისტორიისთვის. მათ ტურის ფარგლებში 5 ისტორიულად მნიშვნელოვანი ადგილი მოინახულეს და მათთან დაკავშირებული ფემინისტური ტექსტები წაიკითხეს. ქალთა ჯგუფი თავდაპირველად თსუ I კორპუსის ეზოში შეიკრიბა. მაშინდელ ვაჟთა გიმნაზიაში, 1917 წელს გამართულ საგანგებო სხდომაზე ერთ-ერთი პირველი სუფრაჟისტული ინტერვენცია ჰქონდა ფემინისტ ნინო ტყეშელაშვილს, სადაც მან წამოთქვა საჯარო სიტყვა ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის აუცილებლობაზე. შემდეგი ლოკაცია ფილარმონია (მუზასთან) იყო. ამჟამინდელი კინოთეატრ ამირანის მიმდებარე ტერიტორიაზე ფუნქციონირებდა თბილისის საბებიო ინსტიტუტი. მისმა კურსდამთავრებულებმა (მათ შორის კატო მიქელაძემ, ნინო ნაკაშიძემ) მე-20 საუკუნის დასაწყისში ფემინისტური აქტივიზმი ქალთა ჯანმრთელობის უფლებების საკითხებით წამოიწყეს. შემდეგ ფემინისტმა ქალებმა მეტრო რუსთაველზე(რუსთაველის ძეგლთან) გადაინაცვლეს. მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობდა ეკატერინე გაბაშვილის სახლი-სასწავლებელი. მე-19 საუკუნის ბოლოდან ეს იყო ქალთა პირველი პროფესიული სასწავლებელი, სადაც ეკატერინე ღარიბ გოგონებსაც აძლევდა განათლების მიღების საშუალებას. შემდგომში სწორედ ეს სივრცე გახდა ბევრი ფემინისტური ინიციატივის წამოწყების ადგილი. მეტრო რუსთაველიდან მსვლელობით ოპერასთან (კიბეებთან) მივიდნენ. 1917 წლის 19 ნოემბერს, მაშინდელ ‘სახაზინო თეატრში’ გაიმართა ეროვნული ყროლობა, სადაც ფემინისტ კატო მიქელაძეს სიტყვის წარმოთქმის საშუალება არ მიეცა. შემდგომში კატომ თავისი სიტყვა წერილად გამოაქვეყნა გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“, რომელ მისი თაოსნობით იბეჭდებოდა 1917-18 წლებში. მეხუთე ლოკაცია კი კანცელარია, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მონუმენტი (კანცელარიის წინ მოედანზე) იყო. ფემინისტი ქალების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქალებს განსაკუთრებულ წვლილი შეჰქონდათ ამ საზოგადოების მოღვაწეობაში, მონუმენტზე არც ერთი ქალის სახელი არ არის დატანილი. ქართული ფემინიზმის ისტორიის 100 წლის შემდეგ 8 მარტის ფემინისტური ტური ამ და ბევრი სხვა ქალის ღვაწლის პოლიტიკური აღნიშვნის მიზანს ემსახურებოდა.
გერმანიის შეიარაღებული ძალების მეთაური: რუსეთმა შესაძლოა ნატოს 2029 წელს შეუტიოს
ჰელსინკის აეროპორტის ფუნქციონირება დრონის გამო შეჩერდა
საუდის არაბეთმა ირანსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს შორის თავდაუსხმელობის შესახებ პაქტის გაფორმების წინადადება წამოაყენა - Financial Times
უკრაინულმა დრონები რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხნენ, სამი ადამიანი დაიღუპა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)