2018-03-08 15:12:02, 2025 ნახვა
პოლიტიკა
გერმანიის შს მინისტრი: ვიზალიბერალიზაციას შესაძლოა, საფრთხე მართლაც დაემუქროს
ბრიუსელში ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს.
შეხვედრაზე გერმანია საქართველოს მოქალაქეების მიერ უვიზო მიმოსვლის წესების დარღვევის საკითხის დაყენებას აპირებს.
როგორც გერმანიის შს მინისტრმა ტომას დე მაზიერიმ აღნიშნა, ვიზალიბერალიზაციას შესაძლოა, საფრთხე მართლაც დაემუქროს.
„ვაპირებ დავაყენო საკითხი, რომელიც, საკმაოდ პრობლემატურია, რადგანაც ვიზალიბერალიზაციას მართლაც შესაძლოა, საფრთხე დაემუქროს. ევროპამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ეს არ მოხდეს. საჭიროა მასშტაბური ჩარევა. კონკრეტული თარიღები უნდა დასახელდეს, რომ თავშესაფრის მსურველებს დროული პასუხები ჰქონდეთ“,- განაცხადა ტომას დე მაზიერმა.
ავტორი: ,