2018-03-08 11:01:58, 2094 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტმა ბრიუსელში სამუშაო ვიზიტი დაიწყო
საქართველოს პრეზიდენტმა ბრიუსელში სამუშაო ვიზიტი დაიწყო, - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, ბრიუსელში განსახილველ საკითხებს შორის იქნება ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, საქართველოს მიმდინარე რეფორმები და პერსპექტივები, უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული სირთულეები, ევროკავშირთან სექტორული თანამშრომლობის თემატიკა.
პრეზიდენტი დაგეგმილი შეხვედრებისას ყურადღებას გაამახვილებს უსაფრთხოების საკითხებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე, რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზე და ევროპელ პარტნიორებს ინფორმაციას მიაწვდის ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის გატაცებისა და ტრაგიკული სიკვდილის შესახებ.
ავტორი: ,