2018-03-07 18:13:43, 2161 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტმა „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტი მიიღო
პარლამენტმა მესამე მოსმენით “შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტი დაამტკიცა. კანონპროექტს მხარი 88-მა დეპუტატმა დაუჭირა.
აღნიშნული კანონპროექტის მიზანია, იმ ძირითადი მოთხოვნების და პრევენციული ღონისძიებების განსაზღვრა, რომლებიც სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების საკითხებს, არსებულ და მოსალოდნელ საფრთხეებს, უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების თავიდან აცილებას, დასაქმებულთა სწავლებას, ინფორმირებას და მათ თანაბარ ჩართულობას შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის საკითხებს უკავშირდება.
“შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტის თანახმად, თბილისის ტერიტორიაზე სამშენებლო რეგულაციების დარღვევით წარმოებულ მშენებლობებზე სანქციების ოდენობები იზრდება.
ავტორი: ,