|
2015-01-17 16:34:59, 2001 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი სპენსერ ოლივერს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს სპენსერ ოლივერს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე, რეგიონულ უსაფრთხოებასა და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეასთან თანამშრომლობა ზე ისაუბრეს. პრემიერ-მინისტრმა შეხვედრაზე შეშფოთება გამოთქვა სოხუმის საოკუპაციო რეჟიმსა და მოსკოვს შორის 24 ნოემბერს ხელმოწერილი „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ ე.წ. შეთანხმებასა და ცხინვალის რეჟიმთან მსგავსი დოკუმენტის გაფორმების გეგმასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს. მხარეებმა ასევე ისაუბრეს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე წლიურ სესიის სამზადისზე, რომელსაც 2016 წელს საქართველო უმასპინძლებს. “ბევრჯერ ვყოფილვარ საქართველოში და შევხვედრივარ სხვადასხვა თანამდებობის პირებს, მაგრამ ქართული სტუმართმოუვარეობა უცვლელია“, - განაცხადა სპენსერ ოლივერმა შეხვედრაზე და საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას წარმატებული საქმიანობა უსურვა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)