|
2018-03-07 12:40:30, 1500 ნახვა
საზოგადოება
ეროვნული ბიბლიოთეკის ესეების კონკურსი „წიგნიერი“ „თიბისი ბანკის“ მხარდაჭერით წელს რეგიონებშიც ჩატარდება
23 აპრილს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის პროექტი „წიგნიერი" წელს უკვე მეოთხედ ჩატარდება და ელექტრონული წიგნების სახლის "საბა" და თიბისი ბანკის მხარდაჭერით პირველად გასცდება თბილისის ფარგლებს. კონკურსში, რომლის მიზანი სკოლის მოსწავლეებში კითხვის პოპულარიზაციაა, X და XI კლასის მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობას. მათ, სამი შერჩეული ცნობილი ნაწარმოების მიხედვით, კონკურსის დღეს, ესეს დაწერა დაევალებათ. წელს კონკურსისთვის სამი ნაწარმოები ; კნუტ ჰამსუნის „შიმშილი", ალბერ კამიუს „დაცემა", და გურამ რჩეულიშვილის „შპილკა" შეირჩა. მოსწავლეებმა აღნიშნული წიგნები წინასწარ უნდა წაიკითხონ. ესეს სათაური კონკურსანტებისთვის წერის დღეს გახდება ცნობილი. „წიგნიერს", ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად, წელს ელექტრონული წიგნების სახლი „საბა" წარმოადგენს, რომელიც სამ გამარჯვებულს ელექტრონული წიგნებით დაასაჩუქრებს, ასევე მათ ტექსტებს წიგნის სახით გამოაქვეყნებს saba.com.ge-ზე. „საბას" რამოდენიმე ნომინანტი ასევე იქნება კონკურსის ჟიურის წევრი. თიბისი ბანკის მხარდაჭერით კონკურსი პირველად ასევე რეგიონებში - ქუთაისსა და ამბლორაულში ჩატარდება. მასში მონაწილეობის მიღების საშუალება ექნება ნებისმიერ მსურველს , რომელიც კონკურსის პირობებს დააკმაყოფილებს. კონკურსში მონაწილეობისთვის საჭიროა მსურველებმა 16 აპრილამდე შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა. დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დარეკონ ნომერზე 032 2971618 ან მიწერონ ეროვნული ბიბლიოთეკის facebook გვერდს ესეების კონკურსი ჩატარდება: ა) თბილისი - საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკა (ლადო გუდიაშვილის 7) ბ) ქუთაისი - ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკა (ლილი ნუცუბიძის 1) გ) ამბროლაური - მუნიციპალიტეტის მთავარი ბიბლიოთეკა (მერაბ კოსტავას 32) კონკურსანტი თავად ირჩევს კონკურსში მონაწილეობის ადგილს. გამარჯვებულები გამოვლინდებიან და დაჯილდოვდებიან საზეიმო ღონისძიებაზე 15 მაისს, ეროვნულ ბიბლიოთეკაში. (R)
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)