08:42 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-06 14:55:03, 1472 ნახვა

საზოგადოება
უმაღლესი სასწავლებლების ბაზაზე პროფესიული კოლეჯები დაფუძნდება

 საქართველოს განათლებისა და მენციერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, პროფესიულ კოლეჯებს უმაღლესი სასწავლებლების ბაზაზე ფუნქციონირების შესაძლებლობა მიეცემათ.

როგორც "ექსპრესნიუსს" უწყებიდან აცნობეს, შედეგად, პროფესიული განათლების სტუდენტები პროფესიას უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დაეუფლებიან, რაც ხელს შეუწყობს პროფესიული განათლების პრესტიჟის ამაღლებას და სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს, შემდგომ საფეხურზე სწავლა, იმავე სივრცეში განაგრძონ.

"საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით  პირველი უმაღლესი პროფესიული განათლების კოლეჯი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში დაფუძნდება, რომლის კურსდამთავრებულები საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებში მაღალანაზღაურებად პოზიციებზე დასაქმდებიან. მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო პროგრამების განხორციელებაში საბჭოში წარმოდგენილი იქნება ისეთი საერთაშორისო მაღალტექნოლოგიური კომპანიები, როგორიცაა Microsoft და HP.   ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მედიისა და ტელეხელოვნების საზოგადოებრივი კოლეჯის შექმნის თაობაზე დღევანდელ მთავრობის სხდომაზე იმსჯელეს. კოლეჯი ყველა საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას განახორციელებს და უზრუნველყოფს მოსამზადებელი ზოგადსაგანმანათლებლო, ქართული ენისა და ლიბერალური განათლების საგანმანათლებლო პროგრამებს. კოლეჯი განახორციელებს სხვადასხვა ხანგრძლივობის სასერტიფიკატო და კვალიფიკაციის ასამაღლებელ ისეთ სასწავლო კურსებს, რომელიც არ საჭიროებს კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემას. გარდა ამისა, აღნიშნული საზოგადოებრივი კოლეჯის მიზანი იქნება სხვადასხვა დანიშნულების, ჟანრისა და ფორმატის ისეთი მულტიმედია პროდუქციის წარმოება და გავრცელება, რომელიც ხელს უწყობს პროფესიული განათლების პოპულარიზაციას  და მედიისა და ტელეხელოვნების განვითარებას. ექსპერტთა შეფასებით, უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობა მეტად მიმზიდველი გახდება, რაც პროფესიულ  სტუდენტთა რაოდენობას მნიშვნელოვნად გაზრდის", - ნათქვამია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფომრაციაში. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics