03:32 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-06 13:43:03, 1464 ნახვა

კომენტარი
ბესელია ძალადობაზე: მნიშვნელოვანია განათლების კუთხით ფართო მუშაობა, რადგან მგონია, აქ სტერეოტიპების დიდი პრობლემაა

​ქალთა მიმართ ძალადობაზე კვლევის შედეგების გაცნობის შემდეგ ვერ ვიტყოდი, რომ შესაძლებელია ამ ციფრების მშვიდად წაკითხვა, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განაცხადა.

მან გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის, ქალთა მიმართ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის და ევროკავშირის კვლევის შედეგები შეაფასა და აღნიშნა, რომ  ქალთა მიმართ ძალადობის მაღალი მაჩვენებელი სტერეოტიპების შედეგია.

„გულწრფელად ძალიან მაწუხებს მეც როგორც ქალს, რომ ასეთი მაღალი რჩება ქალთა მიმართ ძალადობის ნიშნული, ამ ტენდენციების და უფრო ღრმა ანალიზის გაკეთება არის ალბათ უაღრესად საჭირო იმისთვის, რომ ჩვენ ამ მიზეზებთან დავიწყოთ ბრძოლა, რადგან შეუძლებელია, როდესაც ამ სტატისტიკურ მონაცემებს უყურებ არ გქონდეს განცდა, რომ საქმე გვაქვს არაჯანსაღ დამოკიდებულებასთან, ანუ ყველა ის ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ ძალადობის რომელიმე მეთოდი დასაშვებია, ეს სერიოზული პრობლემაა. ვფიქრობ, აქ საჭიროა მრავალმხრივი მოქმედება. საკანონმდებლო სფეროდან დავიწყებდი. იცით, რომ ჩვენ მივიღეთ და დავამტკიცეთ ძალიან მნიშვნელოვანია კონვენცია, როგორიც არის სტამბოლის კონვენცია, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საკანონმდებლო ცვლილებებს გულისხმობდა. ანუ სისხლის სამართლის კოდექსში უკვე არის ფაქტობრივად ყველა ის მუხლი და კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებები გადატანილი, რომელიც ყველა წევრ ქვეყანას და მათ შორის, საქართველოსაც ავალდებულებს ცვლილებებს. არ ვფიქრობ, რომ ეს საკმარისია, მნიშვნელოვანია აღსრულება, მნიშვნელოვანია განათლების კუთხით ძალიან ფართო მუშაობა, რადგან მგონია, აქ სტერეოტიპების დიდი პრობლემაა“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ჩატარებული კვლევის მიხედვით, ქალების 22% და მამაკაცების 31% ცოლის ცემას გარკვეულ გარემოებებში ამართლებს. ასევე საქართველოში 7-დან 1 ქალს ოჯახში ძალადობა გამოუცდია, ქალების 9% სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვობაში გახდარა, 5-დან 1 ქალი ამბობს, რომ სექსუალური შევიწროება გამოუცდია.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics