08:41 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-04 18:44:33, 2668 ნახვა

საზოგადოება
„მშვიდობა ომზე მეტია“- ანტისაოკუპაციო აქცია თავისუფლების მოედანზე

თავისუფლების მოედანზე, რუსეთის მიერ ოკუპირებული, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ფორმირებების მიერ მოკლული ქართველი ჯარისკაცის, არჩილ ტატუნაშვილის მიმართ სოლიდარობისა და ოკუპაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია- „მშვიდობა ომზე მეტია“ მიმდინარეობს.

ადგილზე ასობით ადამიანია შეკრებილი, რომლებიც სანთლებს ანთებენ.

 როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, აქციის მთავარი მიზანი არის, ყოველგვარი პოლიტიკური პარტიებისა და სხვადასხვა ორგანიზაციების გარეშე, საქართველოს რიგითმა მოქალაქეებმა დააფიქსირონ საკუთარი მოქალაქეობრივი პოზიცია.

 შეგახსენებთ, 22 თებერვალს, ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა,საქართველოს მოქალაქეები: არჩილ ტატუნაშვილი,ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს. საინფორმაციო წყაროებში გავრცელებული ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. გარდაცვლილის ცხედარი ოჯახს დღემდე არ გადაეცა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics