|
2015-01-17 15:35:28, 1954 ნახვა
პოლიტიკა
სერგო რატიანი: სომხეთის ტრაგედია რუსული ჯარების მდგომარეობას გამოხატავს
„შემზარავი ტრაგედია დატრიალდა სოხეთში. ძალიან მძიმე არის ამის გააზრება და ეს გამოხატავს რუსული ჯარების მდგომარეობას“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო რატიანმა „ექსპრესნიუსს“ განუცხადა. რატიანის თქმით, რუსული ჯარები, დღეს ტრადიციულ ჩაგვრაზე დგანან. „რუსული ჯარები ტრადიციულ ჩაგვრაზე და საბჭოთა საშინელებაზე დამყარებული ჯარია, სადაც ადამიანები ასეთ მდგომარეობაში, სხვებზე ძალადობენ და ძალადობის ერთ-ერთი სამწუხარო შემთხვევა სწორედ ეს არის“, - განაცხადა რატიანმა. შეგახსენებთ, რუსმა ჯარისკაცმა სომხეთში, ქალაქ გიუმრიში ოჯახის ექვსი წევრი და მათ შორის 2 წლის გოგონა ავტომატური იარაღით დაცხრილა. გადარჩა მხოლოდ ექვსი თვის ჩვილი, რომელიც ამ დრომდე რეანიმაციაში იმყოფება. მისი მდგომარეობა მძიმეა. საქართველოში სომხეთის საელჩოსთან ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს, სადაც აქციის მონაწილეებმა ყვავილები მიიტანეს და სანთლები აანთეს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)