2015-05-17 13:30:16, 341 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერმა გურიის ახალი გუბერნატორი გია სალუქვაძე წარადგინა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გურიის რაიონების გამგებლებს და ოზურგეთის მერს დღეს გამართულ სამუშაო შეხვედრაზე გურიის ახალი გუბერნატორი გია სალუქვაძე წარუდგინა.
მთავრობის მეთაური რეგიონში ახალი სამთავრობო პროექტის - „ძლიერი რეგიონი - ძლიერი საქართველოსთვის“ ფარგლებში იმყოფება.
ირაკლი ღარიბაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს სამთავრობო პროგრამის პრიორიტეტებსა და რეგიონში დაგეგმილ პროექტებზე ესაუბრა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ რეგიონების ეკონომიკური განვითარება ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით ადგილობრივ დონეზე მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან