07:42 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-03 14:24:58, 1716 ნახვა

საზოგადოება
ბოტანიკურ ბაღში დედის დღე აღინიშნა

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში დედის დღე აღინიშნა. ბაღის სადღესასწაულო სივრცეში ნინო ჩაკვეტაძის ფერწერული ნამუშევრების გამოფენა, ბერი ანდრიას ფონდის ბენეფიციარების ხელნაკეთი ნამუშევრებისა და ბოტანიკური ბაღის ტროპიკული ორანჟერეის მცენარეთა გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.

სტუმრად მისულ პატარებს კი ზალიკო სულაკაურის ხატვის გაკვეთილი და „Show-Time“-ის გასართობი პროგრამა დახვდათ. სტუმრებს ბაღის დორექტორმა თამაზ დარჩიძემ უმასპინძლა და დედების დღე მიულოცა.

"ბოტანიკური ბაღი სასიამოვნო და თბილი მოგონებების ადგილია. მჯერა, რომ ეს დღეც ჩვენი პატარებისთვის ერთ-ერთ დასამახსოვრებელ დღედ იქცევა", - აღნიშნა თამაზ დარჩიძემ.

ბოტანიკურ ბაღს  საზოგადოებისთვის ცნობილი, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები მშობლებთან და შვილებთან ერთად სტუმრობდნენ.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics