07:39 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-03 12:00:22, 1621 ნახვა

საზოგადოება
ლევან იზორია: არჩილ ტატუნაშვილი საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლია

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია წილკანში იმყოფებოდა, სადაც საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი უმცროსი სერჟანტის, არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

ლევან იზორიას განცხადებით, არჩილ ტატუნაშვილი საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლია.

"სამძიმარს ვუცხადებთ ოჯახის წევრებს, სრულიად საქართველოს ჩვენი შეიარაღებული ძალების, ყოფილი უმცროსი სერჟანტის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების გამო. არჩილი არის საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლი. ამ მძიმე წუთებში მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა ჩვენს გვერდით დგას. ვითხოვთ დროულად გადაეცეს ოჯახს ცხედარი. ჩვენ ერთად მხოლოდ მშვიდობიანი გზით, პრინციპულად გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციის პოლიტიკას" - განაცხადა ლევან იზორიამ. თავდაცვის მინისტრთან ერთად გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, წილკანში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ, მისმა მოადგილეებმა და გენერალური შტაბის წარმომადგენლებმა მიუსამძიმრეს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics