07:49 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-03 10:06:11, 1621 ნახვა

საზოგადოება
მურატ ჯიოევი: ქართული მხარე ტატუნაშვილის საკითხის პოლიტიზირებას ცდილობს

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის "წარმომადგენელის" მურატ ჯიოევის განცხადებით, საქართელოს ხელისუფლება არჩილ ტატუნაშვილის საქმის პოლიტიზირებას ცდილობს, - ამის შესახებ ჯიოევმა ოკუპირებულ ცხინნვალში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ინფორმაციას "სპუტნიკ-ოსეტია" ავრცელებს.

როგორც ჯიოევმა აღნიშნა, ქართული მხარის მხრიდან ტატუნაშვილის გარდაცვალების დაუსაბუთებელ ვერსიებს ავრცელებს.

"შევატყობინეთ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების მონაწილეებს, თუ რატომ იყო დაკავებული ტატუნაშვილი და რა მოუვიდა მას დაკავების შემდეგ. თუმცა ქართული ხელისუფლება და საზოგადოებრივი ორგანიზაციები სიტუაციას ძაბავენ და არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების დაუსაბუთებელ ვერსიებს აყენებენ, მიმართავენ საერთაშორისო თანამეგობრობას. ტატუნაშვილის გარდაცვალება ბუნებრივი გზით მოხდა, მაგრამ ქართული მხარე ამ საკითხის პოლიტიზირებას ცდილობს. ამიტომ, ჩვენ დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარება გადავწყვიტეთ და მასალები სამედიცინო ექსპერტიზაზე რუსეთში გავაგზავნეთ“, - განაცხადა ჯიოევმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics