07:49 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-02 19:58:43, 1896 ნახვა

საზოგადოება
ილია მეორე რუსეთის პატრიარქს: გთხოვთ გვიშუამდგომლოთ, რათა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი დროულად დაუბრუნდეს ოჯახს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ, რუსეთის პატრიარქ კირილს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე გარდაცვლილი, არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებით წერილობით მიმართა. 

ილია მეორემ  წერილში აღნიშნა, რომ საზოგადოების გულისტკივილსა და აღშფოთებას იწვევს, ის ფაქტი, რომ გარდაცვლილის ცხედარი ოჯახს დღემდე არ გადაეცა. 

„მოგესალმებით ქრისტესმიერი ძმური სიყვარულით და მოგმართავთ რამდენიმე ხნის წინ, ქალაქ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის მშობლების თხოვნით.

ჩვენ ყველანი დიდად შეწუხებულნი ვართ იმ ფაქტით, რომ უკვე კვირაზე მეტია, რაც ამ ახალგაზრდის ცხედარი არ გადმოეცა განსვენებულის ოჯახს და მის მშობლებსა და ახლობლებს არ აქვთ საშუალება დაკრძალონ იგი ქრისტიანული წესით, რაც კიდვ უფრო ამძაფრებს მათ მწუხარებას და მთელი საზოგადოების გულისტკივილსა და აღშფოთებას იწვევს.

ვიცით, რომ ამ საკითხის გადაწყვეტა არ შედის თქვენი უწმინდესობის კომპეტენიაში, მაგრამ გთხოვთ გამოიყენოთ თქვენი მაღალი ავტორიტეტი და გვიშუამდგომლოთ შესაბამისი ორგანოების წინაშე, რათა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი დროულად დაუბრუნდეს ოჯახს. თქვენი მხრიდან ეს იქნება ნუგეში და დიდი დახმარება, როგორც გარდაცვლილის ახლობლებისთვის, ისე ჩვენთვის“, – ნათქვამია პატრიარქის წერილში. 

 



 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics