2018-03-01 20:54:40, 2426 ნახვა
მსოფლიო
სომხეთის პრეზიდენტმა თურქეთთან ურთიერთობის ნორმალიზების შესახებ ოქმები გააუქმა
სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა 2009 წელს თურქეთთან ხელმოწერილი სომხეთ-თურქეთს შორის ურთიერთოებების ნორმალიზების შესახებ ოქმების გაუქმების შესახებ განაცხადა, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" სარგსიანის პრეს-მდივანზე ვლადიმირ აკოპიანზე დაყრდნობით იუწყება.
„სახელმწიფო უშიშროების საბჭოს სხდომაზე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სომხეთ-თურქეთს შორის დადებული ოქმები ცნობლია ძალადაკარგულად“, - განმარტა აკოპიანმა.
მედია საშუალების ინფორმაციით, სერჟ სარგსიანმაჯერ კიდევ 2017 წლის სექტემბერში გაერო-ს გენერალური ასამლეის ტრიბუნიდან განაცხადა,რომ გაზაფხულისთვის სომხეთის მხარე ოქმებს ძალადაკარგულად გამოაცხადებს, რადგან მათი რეალიზაციის კუთხით არავითარი ძვრები არ შეინიშნება და სომხეთი 2018 წლის გაზაფხულს აღნიშნული ოქმების გარეშე შეხვდება.
ავტორი: ,