06:48 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-01 16:09:57, 1635 ნახვა

საზოგადოება
მოვაჭრების ნაწილი სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე შეუშვეს

„ქალაქის გულის“ მოვაჭრების ნაწილი სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე შეუშვეს.

შენობაში შესვლა იმ მოვაჭრეებმა შეძლეს, რომლებიც მალფუჭებადი პროდუქციით ვაჭრობდნენ. როგორც მოვაჭრეებმა განაცხადეს, პროდუქცია დაზიანებული არ არის.

"ქალაქის გულის" დირექტორის მოადგილის ალექსანდრე იაშვილის განცხადებით, მოვაჭრეების შენობაში შეშვა პოლიციის დახმარებით ხორციელდება.

„მაცივრებმა შეინახეს პროდუქცია და, თითქმის, არაფერია გაფუჭებული. პოლიციის თანამშრომლები გვეხმარებიან, ყველაფერი ორგანიზებულად არის გაკეთებული, რომ გადარჩენილი პროდუქცია გაიტანონ და ამავე პროდუქციით ივაჭრონ“, - განაცხადა ალექსანდრე იაშვილმა.

რაც შეეხება დანარჩენ მოვაჭრეებს, ადმინისტრაციის ინფორმაციით, მათ შენობაში სავარაუდოდ დღის ბოლოს შეუშვებენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics