|
2018-03-01 15:53:01, 1569 ნახვა
კომენტარი
დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი ბიზნესასოციაციას პასუხობს
ბიზნეს ომბუდსმენთან შეხვედრისას ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ჭირაქაძემ განაცხადა, რომ პარლამენტი ნაჩქარევად იღებს შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონს და „მემარცხენე“ კანონპროექტები აზარალებს ყველას. "ექსპპრესნიუსი" ნაცვლიშვილის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: "ჩვენ აქამდეც ვაცხადებიდთ და ეხლაც ვაცხადებთ, რომ ეს კანონი არა თუ ნაჩქარევი, არამედ დაგვიანებულია. ამასთანავე, მნიშვნელოვნად შეზღუდული და შეუსაბამოა, როგორც ქართულ რეალობასთან, ისე საერთაშორისო გამოცდილებასთან მიმართებით, რადგან ის უზრუნველყოფს მხოლოდ შრომის უსაფრთხოების მინიმალურ სტანდარტებს რამდენიმე სექტორში და არ ეხება შრომის კოდექსით გაწერილ სხვა შრომითი უფლებების კოტროლს. დღეს საქართველოში არსებული მაღალი უმუშევრობის ფონზე, დამსაქმებლები იმყოფებიან უპირატეს მდგომარეობაში. ერთ სამუშაო ადგილზე სამსახურის მრავალი მაძიებელი მოდის, რაც დასაქმებულს იძულებულს ხდის, დათანმხდეს ნებისმიერ შრომით პირობებს თუ ხელფასს. ამის ფონზე, როდესაც (უმუშევრობის შიშით) დასაქმებულებს თავად არ შეუძლიათ საკუთარი უფლებების სამუშაო ადგილებზე დაცვა, საჭიროდ მივიჩნევთ შრომის კოდექსით გათვალისწინებული უფლებების და შრომითი პირობების სახელმწიფო მონიტორინგს, დარგობრივ დონეზე მინიმალური ხელფასის განსაზღვრას, სასამართლოში შრომით დავების სპეციალიზაციას, ზეგანაკვეთური შრომის მონიტორინგს და ა.შ. ამ და სხვა ინიციატივებს ახლო მომავალში აუცლებლად დაწვრილებით გავაცნობთ ყველა დაინტერესებულ მხარეს. დღეს დამკვიდრებული პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ როგორც წესი, ბიზნესი მოგების გენერირებას მშრომელების ექსპლოატაციის და არა ტექნოლოგიურ გადაიარაღების და შრომის მწარმოებლურობის ზრდის ხარჯზე ახდენს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მაღალი შრომითი სტანდარტების დაწესება კომპანიებს არა გაკოტრებისკენ, არამედ განვითარების გზების ძიებისკენ უბიძგებს. ბიზნესმა უნდა გააცნობიეროს, რომ ღირსეული სამუშაო პირობები ამაღლებს მოტივაციას და ზრდის შრომის მწარმოებლურობას, რაც წარმატებული ბიზნესის წინაპირობაა. ასევე, მივესალმებით კანონს, მომხმარებელთა უფლებების შესახებ. რამდენადაც მომხმარებლის ინფორმაცია პროდუქტებზე მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება ამ პროდუქტის მიმწოდებლის ინფორმაციას, რითიც იზრდება საფრთხე, რომ მომხმარებელი მოტყუებული დარჩეს. ამასთან ერთად, მივიჩნევთ, რომ საერთო სტანდარტის დაწესება ასევე უნდა შედიოდეს ბიზნესის ინტერესებში, ვინაიდან ყველა მოთამაშე საერთო თამაშის წესებს დაექვემდებარება, რაც სამართლიან კონკურენციას უზრუნველყოფს. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი კოლეგების და მთლიანად საზოგადოების დარწმუნებას იმაში, რომ შრომის ღირსეული პირობების უზრუნველყოფა ეკონომიკური და ადამიანური განვითარების აუცილებელი კომპონენტია. თუ ბიზნესის წარმომადგენლებს აქვთ განცდა, რომ ამ პროცესებში არასაკმარისად მონაწილეობენ, მათ შეუძლიათ სერიოზულად მოეკიდონ სამმხრივი კომისიის ფორმატს (დამსაქმებლები, დასაქმებულები, სახელმწიფო) და აქტიურად ჩაერთონ მასში, რათა გადაწყვეტილებები ერთობლივად იქნას მიღებული.
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)