|
2018-03-01 10:14:05, 1692 ნახვა
პოლიტიკა
ფინანსთა მინისტრი თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურების, უსაფრთხო ვაჭრობის ხელშეწყობისთვის საბაჟო სფეროში თანამშრომლობის საკითხები. ფინანსთა სამინისტროში გამართული შეხვედრისას, საუბარი შეეხო მიმდინარე წლის მარტში, თურქეთ-საქართველოს ერთობლივი ეკონომიკური და სავაჭრო კომისიის (JETCO) პირველი შეხვედრისა და აღნიშნული შეხვედრის ფარგლებში, თურქეთ-საქართველოს ბიზნესფორუმის ორგანიზების საკითხებს. ფინანსთა მინისტრმა გამოთქვა მზაობა, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი აღნიშნული ფორუმის მაღალ დონეზე ჩატარებას და გამოთქვა იმედი, რომ იგი ხელს შეუწყობს საქართველოსა და თურქეთს შორის ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას. აღნიშნული ღონისძიების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება მხარეებს 2017 წლის მაისში თურქეთ-საქართველოს უმაღლესი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის შეხვედრის დროს ხელმოწერილი დეკლარაციის საფუძველზე აქვთ მიღებული. (NS)
ალბანეთის წინამძღვარი - ილია II-ის ტახტზე ასვლა, თქვენს უნეტარესობას წმინდა და მძიმე მემკვიდრეობას ანდობს
აშშ-ის საელჩო: ვულოცავთ შიო III-ს პატრიარქად არჩევას, ისტორიული მოვლენაა, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პატრიარქის პირველი არჩევაა
CNN: ტრამპი იმედგაცრუებულია ირანთან მოლაპარაკებებით და ომის განახლებისთვის ემზადება
ტრამპის შვილი X-ზე ტრამპ თაუერ თბილისის რენდერის ფოტოს აქვეყნებს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)