06:48 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-28 18:01:24, 1833 ნახვა

საზოგადოება
საქართველოში აღმოჩენილი უძველესი ღვინის ნაშთები 2017 წლისმსოფლიოს 10 უმნიშვნელოვანეს აღმოჩენას შორის დაასახელდა

ამერიკის არქეოლოგიის ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალმა „Archaeology” საქართველოში აღმოჩენილი უძველესი ღვინის ნაშთები 2017 წლისმსოფლიოს 10 უმნიშვნელოვანეს აღმოჩენას შორის დაასახელა. 

გამოცემა წერს, რომ ადრეულ ნეოლითურ ძეგლებზე აღმოჩენილი კერამიკის ქიმიურმა ანალიზმა დაადასტურა, რომ ესაა ახლო აღმოსავლეთში გამოვლენილი უძველესი ღვინისნაშთი.

"თიხის ჭურჭელზე დიდი რაოდენობით ღვინის მჟავის არსებობა, სხვა ინდიკატორებთან ერთად, წარმოადგენს ყურძნისა და ღვინის ერთ-ერთ ძირითადბიოლოგიურ მარკერს. ეს ნიშნავს, რომ ამ ტერიტორიაზე ადამიანები ღვინოს ჯერ კიდევ ძვ.წ. 6000 წელს აყენებდნენ - დაახლოებით 500 წლით უფრო ადრე,ვიდრე აქამდე იყო მიჩნეული. ამ ახალი აღმოჩენის მიხედვით, ველური ევრაზიული ვაზი პირველად სწორედ ამ რეგიონში მოაშენეს“, - ნათქვამია გამოცემაში.

ქვემო ქართლში, სოფ. იმირში მდებარე ნეოლითის ხანის არქეოლოგიური ძეგლის - „გადაჭრილი გორას“ შესწავლას საქართველოს ეროვნული მუზეუმისარქეოლოგთა ჯგუფი ათწლეულებია ახორციელებს.
საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ღვინის ეროვნული სააგენტო და საქართველოს ეროვნული მუზეუმი ახორციელებენსაერთაშორისო ინტერდისციპლინარულ სამეცნიერო პროექტს „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევა“.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics