|
2018-02-28 17:51:04, 1693 ნახვა
კომენტარი
ზაზა სოფრომაძე: ერთ-ერთი დაშავებული ბავშვის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძემ ინგოროყვას კლინიკაში გადაყვანილი მოზარდები მოინახულა. როგორც სოფრომაძემ აღნიშნა, ერთი მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა და მას გადაუდებელი ოპერაცია უტარდება. "ინგოროყვას კლინიკაში მოთავსებული ბავშვებიდან ერთის მდგომარეობა არის ძალიან მძიმე. ის უკვე საოპერაციოშია, შესაბამისი გამოკვლევები ჩატარებულია, ექიმები ყველა ღონეს ხმარობენ მის გადასარჩენად. რა თქმა უნდა ყველა სამედიცინო ჩარევას სახელმწიფო თავის თავზე იღებს, მათ შორის პრემიერის სპეციალური დავალების შესაბამისად, თუ საჭირო გახდა ბავშვის უცხოეთში გადაყვანას, ან უცხოეთიდან სპეციალისტების ჩამოყვანას", - განაცხადა ზაზა სოფრომაძემ. ცნობისთვის, ბარათაშვილის ქუჩაზე ერთ-ერთი შენობიდან მინა ჩამოვარდა, რის შედეგადაც 6 მოზარი დაშავდა. მოზარდები სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი.
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)